
"თავისუფალი ზონის" ოთხი წევრი დააკავეს სოფელ ორჭოსანთან, დეოკუპაციის აქციის მიმდინარეობის დროს. აქციის მონაწილეები ე.წ. მცოცავი საზღვრის მიმდებარედ აპირებდნენ მისვლას, მაგრამ მათ პოლიციამ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ, სავარაუდოდ, პოლიციელთა მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს.