-
2015-07-17 10:23
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში, სამხრეთ ოსეთის კონტროლის ხაზთან არსებული მდგომარეობის გამო, - ამის შესახებ გაეროს ახალი ამბების ვებგვერდი იტყობინება.
,,გაეროს გენერალური მდივანი, იღებს რა მხედველობაში სამხრეთ ოსეთის კონტროლის ხაზთან განხორციელებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს, გამოხატავს შეშფოთებას იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებაზე. ის მოუწოდებს მხარეებს, რომ თავი შეიკავონ ნაბიჯებისაგან, რომლებიც, შესაძლოა, პროვოკაციული ხასიათის იყოს", - ნათქვამია გაეროს გენმდივნის განცხადებაში.