
ხურვალეთი-წითელუბნის მონაკვეთზე მცხოვრები გლეხი ამბობს, რომ რუს ჯარისკაცებს ბანერის დამონტაჟება ყველგან შეუძლიათ, სადაც მოისურვებენ.
"ნეტგაზეთთან" საუბარში ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ჟურნალისტებს ბანერი არ უნდა მოეხსნათ, რადგან მოსალოდნელია, ამის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოსწიონ: "საღამოს მოვა და გზაზე ჩაასობს, ვინმე არის რამის მთქმელი?", - კითხულობს ადგილობრივი მცხოვრები.