15 ივლისს ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსულ ბაზებზე არტილერისტთა მასშტაბური სწავლება დაიწყო.
სწავლებაში 1.500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი მონაწილეობს, მათ შორის:
152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები "Акация", "Мста-С" და "Мста-Б";
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "Град", "Торнадо-Г" და "Ураган";
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "Штурм-С";
120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები "Поднос" და "Сани".
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს წინ უძღოდა რუსი სამხედროების მიერ დაწყებული სწავლება „კავკაზ-2008“.
15 ივლისი, 2008, 06:00 სთ. ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იწყებს ფართომასშტაბიან სწავლებას "Кавказ-2008", შეიარაღებული ძალების, საჰაერო ძალების და ფსბ-ს სამხედრო მოსამსახურეების – სულ 8000 კაცის მონაწილეობით.
მანევრებში 700 ერთეული მძიმე ტექნიკა და შავი ზღვის ფლოტის გემები იყვნენ ჩართული.
მანევრების მონაწილეებითვის მე-19 დივიზიის ტიპოგრაფიაში იბეჭდება "ლისტოვკა" “Воин, знай вероятного противника!”, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალებია აღწერილი.