რედაქციის შენიშვნა: განახლებულია 17 აპრილი, 14:40
ბოლო განახლება 17.04.2015; 14:40 -
საიტზე ამ მასალის პირვანდელი სახით განთავსების შემდეგ, სადაც არასწორად იყო მითითებული, რომ კადრები დოკუმენტურია და ის ჩეჩნეთში მებრძოლმა ერთერთმა რუსმა ჯარისკაცმა გადაიღო, "აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს ამ კადრების წარმოშობის რეალური ისტორია, სადაც აღწერილია, რომ ეს არის ფრაგმენტი ახალგაზრდების ჯგუფის მიერ ჩეჩნეთის ომზე გადაღებული, ნაკლებად ცნობილი მხატვრული ფილმიდან, ხოლო მკვლელი რუსი ჯარისკაცის როლის შემსრულებელი, ფაქტობრივად, ინტერნეტით დევნის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთ რუსულ და უკრაინულ ინტერნეტგამოცემაში ფრაგმენტი გასაღდა დოკუმენტურ კადრებად.
"აფხაზეთის ხმა" მადლობას უხდის ინტერნეტმომხმარებელს, რომელმაც ფაქტებზე დაყრდნობით მიაწოდა სწორი ინფორმაცია ვიდეოკადრების შესახებ, ამასთან, გამოთქვამს წუხილს, რომ უნებლიედ შეუწყო ხელი არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას. ამასთან, განვმარტავთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლის დადგენა მარტივი არ არის, კადრების მასობრივად გავრცელების გამო. საბოლოოდ, რედაქცია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ არასწორი ინფორმაცია კი არ წაშალოს, განაახლოს და მიუთითოს, რა სახის შეცდომა იყო დაშვებული.
ვიდეოკადრებიდან, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე ომის დროს გადაღებულ კადრებად საღდებოდა, ჩანს, რომ რუსმა სამხედრომ ხმამაღლა ლოცვის გამო მოკლა ჩეჩენი მამაკაცი, ხოლო შემდეგ - მისი ცოლი.
ვიდეოკადრები სხვა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ გადაიღო, რომელიც მას აქეზებდა კიდეც. "თქვენ ნახეთ, როგორ გავუსწორდით ტერორისტებს", - ამბობს ორი უდანაშაულო ადამიანის მკვლელი რუსი ჯარისკაცი სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ. სინამდვილეში ეს კადრები აღმოჩნდა ფრაგმენტი ნაკლებად ცნობილი მხატვრული ფილმიდან, რომელიც რუსი ახალგაზრდების ჯგუფმა გადაიღო.