გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც გალის რიონის სკოლებში ქართული ენაზე ნებისმიერი საგნის სწავლება აიკრძალება. აკრძალვა ადრეც მოქმედებდა, თუმცა, ის მხოლოდ ქართულ ენას ეხებოდა, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეები ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონებში დადიოდნენ.
იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც დილით ზოგჯერ ათეულობით კილომეტრსაც კი გადიოდნენ, რომ იმ სკოლაში მოხვედრილიყვნენ, სადაც ქართულ ენაზე ისწავლიდნენ, სიუჟეტი ტელეკომპანია "საქართველომ" 2010 წელს მოამზადა, სახელწოდებით "ოკუპირებული ბავშვობა"
რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, ისინი რაულ ხაჯიმბას გუნდის წევრებმა შეიმუშავეს. გალის რაიონის მოსახლეობაში უკვე ვრცელდება საინფორმაციო ფურცლები, სადაც წერია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში რუსულ და აფხაზურ ენებზე იქნება სწავლება.
ასევე გალის რაიონში დაიწყო მოსკოვში დაბეჭდილი ისტორიის წიგნების დარიგება. წიგნში ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრობის დროინდელი მოვლენები გაყალბებულია.
ქართული სკოლების თანამშრომლებმა კი უკვე მიიღეს მითითება, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ისტორიის სასწავლო წიგნით სწავლება სკოლებში შეწყდეს.
ახალ რეგულაციებს გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები აპროტესტებენ.
"აფხაზეთის ხმა", ტვ "საქართველო", "რუსთავი-2"