რუსეთის მიერ ოკუპირებული ბავშვობა, ანუ ქართველი მოსწავლეები გალის სკოლებში (ვიდეო)

Image

რეპორტაჟი გალის რაიონის სოფლებში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებზე, რომლებიც ნებისმიერ ამინდში 5,6, ზოგჯერ 10 კმ-ს გადიან, რათა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქართულ სკოლებში ისწავლონ.

რუსი ოკუპანტები, 6 საათზე გაღვიძებული ბავშვები, ნაჩქარევი საუზმე, გზა და ყოველი სასწავლო დღე სიცოცხლის რისკის ფასად. ფილმის პირველი ნაწილი.

 

ტელეკომპანია "საქართველო", 2010 წელი.

მეორე ნაწილი

 


ფილმის ტექსტი:

 

ნათია გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობს და სკოლამდე მისასვლელად ხუთი კილომეტრის ფეხით გავლა უწევს. წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში ის მშობლიურ ენაზე სწავლობს. საბერიოში ამას რუსი ოკუპანტები უკრძალავენ. ნათია ოკუპანტების პოსტს გვერდს უვლის და პირველ გაკვეთილზე დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედის.

 

წყოუშის სკოლის 200 მოსწავლიდან ნათიას მსგავსად კიდევ 70 ბავშვი იქცევა. ყველა მათგანს კლასში შესვლამდე სკოლიდან სამასიოდე მეტრით დაშორებული რუსული პოსტის გავლა უწევს. ბავშვების ნაამბობიდან კარგად ჩანს, რომ ოკუპანტები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე სწავლის სურვილი გაუქრონ.

 

ადმინისტრაციულ საზღვარს მთლიანად ოკუპანტები აკონტროლებენ. პოსტზე ინახება იმ მოსწავლეების სია, რომლებიც წალენჯიხა-გალის საზღვარს ყოველდღე კვეთენ.

 

ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონების საჯარო სკოლებში საერთო ჯამში 800 ისეთი მოსწავლეა, რომელიც ქართულ ენაზე განათლების მიღების სურვილით ყოველდღე გალის რაიონიდან ჩხოროწყუში გადმოდის და გაკვეთილების დასრულების შემდეგ უკან ბრუნდება.

 

გალში გამართულ ერთ-ერთ ხუთმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსული მხარე ქართველ მოსწავლეებს გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიდა. მაგრამ როგორც სხვა დანარჩენს, ოკუპანტები ამ შეთანხმებასაც უხეშად არღვევენ.

 

სოფელი წყოუში გამონაკლისი არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა ადმინისტრაციული საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც. ოკუპირებულ სოფლებში რუსი ჯარისკაცების მიერ მისაკუთრებულ შენობებს შორის სკოლებიც არის.

 

იმ ოკუპირებულ სოფლებში, სადაც სკოლები ჯერ არ გაუუქმებიათ, პედაგოგებს გალის აფხაზური ადმინისტრაცია არჩევს. მუშაობის დაწყების წინ მათ მიერ შერჩეულმა პედაგოგებმა ხელწერილი უნდა დაწერონ, სადაც მიუთითებენ, რომ მოსწავლეებს საგანს აუცილებლად რუსულ ენაზე შეასწავლიან. გალში მცხოვრები ქართველებისთვის ასეთი პირობები მიუღებელია.

 

ამიტომ, იძულებულნი არიან, ყოველ დილით, დარში თუ ავდარში, შვილები სახლიდან შორს გაგზავნონ. იქ, სადაც ისინი ქართულად სწავლას შეძლებენ. ყოველდღიური სტრესული მდგომარეობა ბავშვების ფსიქიკაზეც ტოვებს კვალს. სხვა თანატოლებთან შედარებით გალის სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები საკუთარ თავში ჩაკეტილები და ნაკლებად გახსნილები არიან. პედაგოგებთან კონსულტაციის შემდეგ ამ ბავშვების რეაბილიტაციის მიზნით წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა.

 

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის საჯარო სკოლაშიც სწავლობენ. ოკუპირებული აფხაზეთისგან ამ სოფელს ენგური ჰყოფს. ნათიასგან განსხვავებით, მის თანატოლ ელენე ჯღამაიას ყოველდღე ენგურის გადალახვა და შემოვლითი გზებით სიარული არ უწევს იმისთვის, რომ სკოლამდე მივიდეს.

 

ელენე სახლიდან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე ათი წუთით ადრე გადის. სწორედ ეს დრო სჭირდება სკოლამდე მისასვლელად. ელენეც დევნილია, სოხუმიდან. თუმცა, სოხუმი არასოდეს უნახავს და ამიტომ მხოლოდ სიზმარში ნანახ ქალაქს ხატავს.

 

აფხაზეთში მყოფი თანატოლების მდგომარეობას მტკივნეულად განიცდის. ეს ემოციები მის მიერ დამუშავებულ თემებსა და ნახატებში აისახება. ელენეს ნაწერებში კარგად ჩანს, რომ მისი და ნათიას ბავშვობა მხოლოდ გარეგნულად განსხვავდება. ორივე მათგანის ცხოვრებაში ეს პერიოდი, უბრალოდ, ოკუპირებულია.

 

წალენჯიხისა და გალის რაიონის საზღვართან მყარად მოკალათებული ოკუპანტები სპეციალური სათვალთვალო მოწყობილობით სკოლას და მის მიმდებარე ტერიტორიას რიგრიგობით აკვირდებიან. პოსტზე მათ ფოტოაპარატიც აქვთ და ფოტოებს უღებენ ყველას, ვინც ამბობს, რომ ქართულ სკოლაში სწავლობს. მე-11 კლასელი მილენა ახალაია მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ ფოტოთეკაში მოსწავლის ფოტოსურათი არ აღმოჩნდა. ის გალში გადაიყვანეს და 2 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

ნათიასთვის, ბექასთვის, მილენასთვის, მათ მსგავსად, კიდევ სხვა ასეულობით მოსწავლისთვის და მათი მშობლებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ქართულ სკოლებში დადიან და როგორც პედაგოგები ამბობენ, მათი უმრავლესობა კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა.

 

არის ისეთი დღეებიც, როცა ისინი გალიდან გადმოსვლას ვერ ახერხებენ და შესაბამისად კლასში მოსწავლეთა ნახევარი არ არის. გალის სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს პედაგოგები სოლიდარობას იმით უცხადებენ, რომ ჟურნალში მათ არგამოცხადებას არ აღნიშნავენ.

 

ბავშვებმა იციან, რომ ის, ვინც არ არის, ან ავადაა, ან ოკუპანტებმა უკან გააბრუნეს. ისიც იციან, რომ გაცდენის მიუხედავად, ის მოსწავლეები სახლში იმეცადინებენ - პრობლემების მიუხედავად ბავშვები ახერხებენ, ახალი გაკვეთილის შესახებ ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდონ.

 

ზოგჯერ საღამოობით ერთ-ერთი კლასელის სახლში იკრიბებიან და გაკვეთილებს ერთად ამზადებენ. მეორე დღეს კი ყველაფერი თავიდან იწყება: ადრე ადგომა, ნაჩქარევი საუზმე და რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით. ასეთი რეჟიმით ცხოვრობს და სწავლობს 800-ზე მეტი ბავშვი გალის რაიონის სხვადასხვა სოფელში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !