-
2015-02-06 00:22
დონბასში დაჭრილ ე.წ. ნოვოროსიის ბოევიკებს სამკურნალოდ არამხოლოდ დონეცკის, ლუგანსკის, ყირიმისა და დონის როსტოვის სანატორიუმებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, კერძოდ, გაგრაში აგზავნიან.
პროექტი, რომლის მიხედვითაც დონბასში დაჭრილი ტერორისტები რეაბილიტაციის სრულ კურსს გადიან გაგრის სარეაბილიტაციო ცენტრში, "აფხაზეთის ავღანელთა კავშირის" ინიციატივითა და მარიონეტული ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება.
ეს ყველაფერი არ არის: მარიონეტულმა ხელისუფლებამ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მედლით დააჯილდოვა რამდენიმე ბოევიკი: "მხედრული მამაცობისთვის". როგორც წერილშია აღნიშნული (მას ხელს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აწერს), პირი "ჯილდოვდება მხედრული მამაცობისთვის, მოძმე დონბასის ხალხის მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად".


