
"სოფელ კირნათის მიწა გლეხებს და არა თურქებს!", - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ამ დევიზით მცირე აქცია გამაღთა და რუსეთის დროშა ააფრიალა.
"გაუმარჯოს დიდ რუსეთს!"; "რუსეთო, გვიშველე!"; "ვალოდია, დაგვეხმარე!", - გაიძახოდნენ წელზევით შიშველი მამაკაცები, ხოლო მეზობლებს, რომლებიც მათ ქმედებას აპროტესტებდნენ, ნახევრადხუმრობით "ჩმორებს" უწოდებდნენ.
თავიანთი სახლის წინ გამართულ აქციაზე რამდენიმე კირნათელმა ვლდიმირ ლენინის ბიუსტიც დადგა, ხოლო მოგვიანებით, რუსეთის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც ააფრიალა.