
რუსმა ოკუპენტებმა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის დროს ხერსონის ოლქის რამდენიმე დასახლებაში, მათ შორის ჩონგარის ნახევარკუნძულზეც შეიყვანეს შეიარაღებული ძალები, თუმცა, საერთაშორისო ზეწოლის გამო ის 26 დეკემბერს დატოვეს.
როგორც თვითმხილველთა გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რუსმა ოკუპანტებმა უკანდახევისას პირწმინდად გაძარცვეს ორი კაფე, რომელთაგან ერთი ევროპული სტანდარტებით იყო მოწყობილი: ოკუპანტებმა კაფიდან სადენები, განათების თანამედროვე ნათურები, ხოლო საპირფარეშოდან - უნიტაზები მოიპარეს, ხოლო კაფეებში დამონტაჟებული მაცივრები სასმელებისთვის დაამსხვრიეს და გაძარცვეს.