-
2014-12-29 16:12
ინტერნეტტელევიზია "ფრეშნიუსი" სპეციალურ რეპორტაჟს აქვეყნებს, სადაც კონფიდენციალურ, ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი მარშრუტის რკინიგზის აღდგენაზე მოსკოვში საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ფრეშნიუსის" სპეცრეპორტაჟში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებებს მოსკოვში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი უშუალოდ ვლადიმირ პუტინის თანაშემწესთან სურკოვთან აწარმოებს.
ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი ჯერ კიდევ პრემიერობის დროს, 2013 წლის იანვარში, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას დასვა. ამის შესახებ წერდა როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული და რუსული მედიაც. 2014 წლის 26 ნოემბერს, როცა რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვლადიმირ პუტინმა კრემლის სწორედ ეს გეგმა გაახმოვანა.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებაში ცალკე პუნქტადაა გათვალისწინებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხმობას ხელმოწერით დაადასტურებს როგორც ქართული, ასევე სომხური მხარე. ანუ, ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, ფაქტობრივად, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს, რადგან იქ აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტ-სახელმწიფოდ იქნება წარმოდგენილი.
2013 წელს, "ექსპერტთა კლუბთან" ბიძინა ივანიშვილის დახურულ შეხვედრაზე მაშინდელი პრემიერის მხრიდან აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს აქტიურად და მკვეთრად შეეწინააღმდეგა ლადო პაპავა.
დახურულ შეხვედრაზე გამართულ კამათს "ფრეშნიუსთან" საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი იხსენებტს, რომელიც ამბობს, რომ ამ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ჟირინოვსკის ოცნების ახდენა იქნება, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ოცნება ინდოეთის ოკეანეში ფეხების დაბანაა. სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ოცნება სწორედ მოსკოვი-სოხუმი-თბილისი და შემდეგ "თეირანი და ასე შემდეგ" რეისზე გადის.
წყარო, ვიდეო