
სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთზე დაზიანებული, უმოქმედო ხაზის აღსადგენად ყოველ დაზიანებულ კილომეტრზე დაახლოებით მილიონი დოლარია საჭირო - ამ დასკვნამდე მივიდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში თემაზე მომუშავე სპეციალისტები.
აფხაზური ტელეკომპანია "აბაზას" ცნობით, მონაცემები სამხრეთ კავკასიაში რკინიგზის აღდგენის ადრინდელი გამოცდილებიდანაა აღებული. "აბაზა" იტყობინება, რომ სოხუმი-თბილისი-ერევნის მონაკვეთის იმ უბნებზე, რომლებსაც აფხაზური მხარე აკონტროლებს, ხაზის აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ხოლო სამუშაოებში ბრიტანული ორგანიზაციაა ჩართული.