
სოხუმის ე.წ. საერთაშორისო აეროპორტი მმართველობაში რუსულ კომპანიას გადაეცემა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმა ბესლან ბუთბამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასაფრენ–დასაფრენი ბილიკისა და სადისპეტჩეროს გარდა, აეროპორტის დანარჩენი ნაწილი რუსული კომპანიების მმართველობაში გადავა.
ბუთბამ აქვე კიდევ ერთხელ დაადასტურა სოხუმის სურვილი - სომხეთთან და რუსეთთან სარკინიგზო კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით.