
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას საგანგებო განცხადებით ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აცხადებს, რომ არ აღიარებს დადებულ შეთანხმებას, რადგან ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული.
აშშ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას, მიიჩნევს რა, რომ მსგავსი ნაბიჯი ეწინააღმდეგება კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირების პერსპექტივას და მხარს უჭერს მოლაპარაკებათა ჟენევის ფორმატს. ასევე, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს საჯარისო ნაწილები საქართველოდან.