-
2014-11-24 19:35
რუსეთსა და აფხაზეთს ერთობლივი შეთანხმებით შეუძლიათ უზრუნველყონ ტრანზიტული სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მიმართულებაზე სოხუმი-თბილისი-ერევანი, - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა სოჭში, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„შესაძლებლად მიგვაჩნია, სხვა პარტნიორებთან ერტად ვიფიქროთ და საერთო თანხმობის პირობებში აღვადგინოთ ასეთი პროექტი, ვთქვათ, ტრანზიტული სარკინიგზო კომუნიკაცია სოხუმი-თბილისის მიმართულებით“, - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, მსგავსი პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და სომხეთი 2015 წლიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნას აპირებენ, თუმცა ამ ბლოკის სხვა ქვეყნებისგან სომხეთი საქართველოს ტერიტორიითაა გამოყოფილი.
წყარო: "რია ნოვოსტი"