
ოკუპირებულ აფხაზეთში ორგანიზაცია „ქალები პოლიტიკაში“ რუსეთთან ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოვიდა. ორგანიზაციაში აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს დაღუპულთა დედები შედიან.
ამავე დროს, აფხაზეთში საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდიან, ხოლო თბილისში მოქმედი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები ხელშეკრულებას აფხაზებისთვის კატასტროფის ტოლფასად მიიჩნევენ.
აფხაზებისთვის,ისევე, როგორც ქართველებისთვის, ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კატასტროფის ტოლფასი იქნება - ასე აფასებს აფხაზეთის მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამაზ კუჩუბერია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შინაარსს. მისი განცხადებით, ეს იქნება აფხაზი ხალხის სირცხვილი, რადგან დოკუმენტში მითითებულია 5 მილიარდი, რომელიც მიანიშნებს, რომ ის ამ თანხით აფხაზეთს ყიდულობს და რაიმე სახის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია.