„თენგიზ კიტოვანი აფხაზეთში შეჭრას გეგმავს“

Image

როგორც თავად ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს,  სამშობლოში შვილიშვილების სანახავად  ჩამოვიდა.

 

 

„გალელი ქართველები ხაჯიმბას დასანახად ვერ იტანენ და როცა ბოლო საპრეზიდენოტო არჩევნებში ანქვაბმა მოუგო ხაჯიმბას, ეს დიდნაწილად მათი ანქვაბისადმი ერთსულოვანმა მხარდაჭერამ განაპირობა. შეიძლება ითქვას, ხაჯიმბას პირადი შურისძიების მოტივიც აქვს გალელი ქართველების მიმართ და ამას სიამოვნებით გააკეთებს, მით უფრო, ეს რუსეთის დაკვეთაც არის.

 

ცხადია, ყველა ქართველი თავჩაღუნული უსიტყვოდ არ დატოვებს სახლ-კარს და ბევრი წინააღმდეგობასაც გაუწევს სეპარატისტებს, მათ შორის, სავარაუდოდ, შეიარაღებულსაც.

 

„გრუ“-ს გეგმის თანახმად, სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს თენგიზ კიტოვანი თავისი მომხრეებით. კიტოვანი და ორგანიზაციის წევრები შემოიკრებენ თანამოაზრეებს და გალელი ქართველების დასაცავად, სამეგრელოში ჩავლენ. მართალია სამგრელოში კიტოვანს დიდი სიხარულით არავინ დახვდება, რადგან ამ რეგიონის მაცხოვრებლებს ბევრი საშინელება დააწია კიტოვანმა...

 

სამეგრელოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადმოტანა, ფაქტობრივად, რუსეთ-საქართველოს ახალი ომი იქნება და ეს ომი რა შედეგით დასრულდება, ძნელი წარმოსადგენი არ არის“, - წერს „ალია“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

 

„გალიდან აფხაზებმა ქართველები რომ გამოყარონ მათ დასახმარებლად წავალ, აბა, არ წავალ? გვერდში დავუდგები და დავიცავ, რითაც შემეძლება, მაგრამ გალელებს კი არა,  ყველა ქართველს დავუდგები გვერდით, ვინც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდება. თუ გალში რამე მოხდა, მე ჩემით იარაღს არ ავიღებ, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ ავიღებ იარაღს.

 

თუ ომი დაიწყო, მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით წავალთ და ვიბრძოლებთ, მაგრამ ისე, ჩემი ინიციატივით, არსად არ ჩავერევი. მე ნუ დამაბრალებენ, თუ სადმე რამე მოხდა. აფხაზეთში ისედაც მყიფეა ვითარება და ომი თუ დაიწყო, კიტოვანი არაფერ შუაში იქნება...

 

ვინც ეგ გითხრათ, რომ თენგიზ კიტოვანი აფხაზეთის ომის პროვიცირებას აპირებსო, გადაეცით, რომ თვითონ არის პროვიკატორი და რუსეთის აგენტი. მე არაფერს ცუდს არ ვაპირებ ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის“, - აღნიშნა თენგიზ კიტოვანმა.

 

 

„ალია“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !