
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.
ცნობილია, რომ პატიმარი კლინიკაში ბადრაგის თანხლებით იმყოფებოდა. როგორ მოახერხა მან გაქცევა, ჯერჯერობით დაუდგენელია. დამატებითი დეტალების გარკვევას "აფხაზეთის ხმაც" ცდილობს.