„ჩემს სახლს გადავწვავ, დასაბრუნებელი გზა რომ არ მქონდეს, მერე კი ჩემი შვილის მკვლელებს მიწის აკვანში ჩავაწვენ“

Image

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, 2014 წლის პირველ იანვარს, სოფელ ჯგალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის განხილვისას ( ავარიას 27 წლის ია ლემონჯავა, მისი 4 წლის შვილი - დემეტრე კვარაცხელია და 18 წლის დათო ბელქანია შეეწირნენ), საბოლოო განაჩენი გამოიტანა. 

 

1 იანვარს მომხდარი ავტოავარიის დროს გარდაცვლილები ფეხით მოსიარულეები იყვნენ და ისინი “ოპელის” მარკის ავტომანქანის მსხვერპლნი გახდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, “ოპელის” მარკის ავტომანქანამ ორიენტაცია მას შემდეგ დაკარგა, რაც “მერსედესის” მარკის ავტომანქანას შეეჯახა. "მერსედესი" შუა გზაზე, გაღებული კარითა და ანთებული მაშუქებით იდგა. შეჯახების შემდეგ "ოპელი" სამჯერ გადაბრუნდა და ქვეითად მოძრავ ადამიანებს დაეცა.

 

გარდაცვლილი დათო ბელქანიას მამა მიიჩნევს, რომ დამნაშავე იყო ავარიის გამომწვევი  პირი, ასეთად კი „მერსედესის“ მძღოლი კონსტანტინე (კოკა) კვარაცხელია მიაჩნია. თავდაპირველად ამ საქმეზე გიორგი მებონია დააკავეს, შემდეგ უდანაშაულობის გამო გაათავისუფლეს, მაგრამ ცოტა ხანში, კოკა კვარაცხელიასთან ერთად, ხელახლა დააკავეს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ კოკა კვარაცხელია უდანაშაულოა, ხოლო მომხდარში ბრალი მხოლოდ გიორგი მებონიას მიუძღოდა.

 

თვითმხილველთა განცხადებით ეჭვს იწვევდა ის ფაქტიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილი დასუფთავებული იყო და ავტომანქანებიც გადამალული. სოფელ ჯგალში ჩასულმა პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა მაშინ ადგილზე ვერ აღმოაჩინა ავტოავარიის ნაკვალევიც კი.

 

მოსამართლე დავით გელაშვილის გადაწყვეტილებით გიორგი მებონიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კონსტანტინე (კოკა) კვარცხელია  დარბაზიდან   გაათავისუფლეს.

 

ავარიის გამომწვევ მიზეზად სახელდებოდა კონსტანტინე (კოკა) კვარცხელია, რომლის მანქანა  გაჩერებული იყო საავტომობილო გზის შუაღერძულა ხაზზე გაღებული წინა კარით და ანთებული მაშუქი ფარებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური მთავარი სამმართველოს იმერთის საექსპეტო-კრიმინალისტიკური სამსახურის, ასევე ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროს  დასკვებში  აღნიშნულია, რომ „ავტომობილი „opel veqtra“-ს მძღოლის ირაკლი მებონიას მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის უსფრთხოების  შესახებ საქართველოს კანონის 29.1 პუნქტის მოთხოვნებს, ხოლო ავტომობილი „Mereseds Benz ML”-ის  მძღოლის  კორნელი კავარცხელიას მოქმედება არ შეესაბამებოდა  საქრთველოს კანონის 31.1 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.“

 

მოსამართლის დავით გელაშვილის გადაწყვეტილებას არ ეთახმება ავარიის დროს დაღუპული დავით ბელქანიას მამა, ბადრი ბელქანია, რომელიც მოსამართლე გელაშვილს  საქმის  მიკორძოებაში ადანაშაულებს და  ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ   გადაწყვეტილებას აპროტესტებს:

 

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი  იყო კოკა კვარცხელია,    არაფხიზელი მდგომარეობის გამო მაინც ჩამორთმეულიყო მართვის მოწმობა?! დიდმა ფულმა გადაწყვიტა  კოკა კვარცხელიას გათავისუფლება!  მე ბოლომდე ვიბრძოლება სიმართლის დასადგენად.

 

გავასაჩივრებ და მთელ საქართველოს ვეტყვი იმ ტკივილს,რასაც მე განვიცდი ახლა“-განაცხადა დავით ბელქანიას მამამ ბადრი ბელქანიამ ჩვენთან საუბარში.

 

„მოსამართლე გელაშვილს ჩემი შვილის სული არ მოასვენებს. მებონიას არ მოუკლავს ჩემი შვილი, ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად! არავის არ დავინდობ!  ამ საქმეში ჩარეულია კოკას მამიდაშვილები, ორივე ძმები. ფული მუშაობს.

 

მანამდე არ ვამბობდი,მაგრამ დადგა დრო ვთქვა ის, რაც ვიცი: კოკა კვარცხელიას გათავისუფლებაში ჩართული არიან შინაგან საქმეთა საქმეთა მინისტრის მოადგილე  ლევან იზორია და ალექსი ბაძაღუა. ესენი კოკას ახლო ნათესავები არიან.

 

- შესაძლოა, ნათესავები იყვნენ, მაგრამ საიდან ასკვნით, რომ ლევან იზორია და ალექსი ბაძაღუა ფიგურირებენ კოკა კვარცხელიას გათავისუფლების საქმეში.გაქვთ რაიმე მტკიცებულება?  რის საფუძველზე ასკვნით?

 

-ამ დასკვნას არ ვაკეთებ, მაგრამ ერთი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა, მეორე კი განყოფილების უფროსი.  ამ საქმის ასე დახურვა და მიფუჩეჩება არავის შეეძლო. როგორ არ უნდა ვიფიქრო, როდესაც კვარცხელია იყო ავარიის გამომწვევი მიზეზი  და პირდაპირ სასამართლო  დარბაზიიდან  გაათავისუფლეს,  ელემენტარულად,  არაფხიზელი მდგომარეობის გამო მართვის მოწმობაც არ ჩამოურთმევიათ, მოწმობას თავი დავანებოთ ჯარიმაც არაა გამოწერილი.

 

ხმამღლა ვაცხადებ, რომ მებონიას არ მოუკლავს ჩემი შვილი, მანდე იყო მკვდარი.  ეს  დანამდვილებით ვიცი.

 

-არ გაქვთ სურვილი, რომ კონსტანტინე კვარაცხელიას შეხვდეთ? ის ხომ ავტოსაგზაო  შემთხვევის მთავარი მოწმეა?

 

-კოკასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ მაქვს!  ჯერ კანონის ფარგლებში შევებრძოლები. გავასაჩივრებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი სიმართლის დასადგენად.

 

თუ ვერ შევძელი სხვანაირად ვიბრძოლებ, გლეხურად,  ამას ყველა გაიგებს. პირველად  ჩემს სახლ-კარს გადავწვავ, დასაბრუნებელი გზა,  რომ არ მქონდეს, შემდეგ კი ჩემი დათოს მკვლელებს მიწის აკვანში ჩავაწვენ.

 

სოფელში ჩემი მოკვლის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ, მაგრამ სანამ მე მომკალავენ, მანამდე  დათოს  მკვლელებს  გავანდგურებ და თავსაც  მოვიკლავ...

 

შიდა ფოტოზე: დაღუპული დავით ბელქანია

 

BERD1.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !