
რუსთავის მე–6 დაწესებულებაში პატიმარი სცემეს. როგორც მსჯავრდებულ ჯემალ ქუთათელაძის ადვოკატი ამბობს,, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია. განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები აქვს თავის არესი და კიდურებზე.
როგორც ადვოკატგი და ოჯახის წევრები აცხადებენ ქუთატელაძე ბადრაგმა მასინ სცემა ,რ ოცა ის რუზსთავის მე–6 დაწესებულებიდამ გლდანის მე–8 დაწესებულებაში გადაჰყავდათ.
ოჯახის წევრებმა უკვე მიმართეს სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს და სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება სითხვენ.
სასჯელარსრულების სამინისტროში კი ცემის ფაქტს არ ადასტურებენ. მატი განცხადებით, პატიმარმა სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას წინაარმდეგობა გაუწია ბადრაგს რის გამოც მიიღო მცირე დაზიანება.
ოჯახის წევრების თქმით, ქუთათელაძემ მათ უთხრა რომ ციხის რამდენიმე თანამშრომელმა სცემა და სთხოვა ოჯახის წევრებს ეს ამბავი გაესაჯაროებინათ, მიეწოდებინათ ინფორმაცია სახალხო დამცველისთვის.
,, ასე მითხრა ერთი კაცის ნაცემი არ ვარ, რამდენიმე ერთად მირტყამდაო. ბადრაგი, ციხის თანამშრომლებიო. მას ჩემთან საუბარიც არ უნდოდა, მითხრა , ძალიან გღთხოვთ, როგორც კი გახვალთო დაუყონებლივ მიმართეთ სახალხო დამცველს და ჟურნალისტებსო, რომ მომხედონო.
ხვალ ჩემზეც რომ გახმაურდეს, რომ თავი ჩამოიხრჩო ყველამ იცოდეს, რომ მე თავს არ ვიკლავ თუ არ მომკლესო,“– აცხადებს ქუთათელაძის ოჯახის წევრი ,,რუსთავი 2“ თან საუბრისას.