შს სამინისტრომ 12 კაციანი თაღლითური ჯგუფი დააკავა

Image

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად , თაღლითობის ფაქტზე 12 პირს ბრალი წარუდგინეს. 


შსს-ს ინფორმაციით, თაღლითობის ფაქტებზე დააკავეს 1979 წელს დაბადებული გიორგი მ, 1969 წელს დაბადებული გიორგი კ, 1969 წელს დაბადებული მერაბ მ, 1956 წელს დაბადებული გია კ, 1969 წელს დაბადებული გიორგი კ, 1954 წელს დაბადებული თამაზ ბ, 1960 წელს დაბადებული ანა ბ, 1960 წელს დაბადებული ზაქარია ფ, 1957 წელს დაბადებული ნანი ბ, 1962 წელს დაბადებული ჯიმშერ რ, 1951 წელს დაბადებული კონსტანტინე კ. და 1951 წელს დაბადებული ნუგზარ ბ, ხოლო იგივე ბრალდებით 1979 წელს დაბადებული სოსო გ. დააკავეს.

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 2013-2014 წლებში მონახეს მათთვის სანდო პირები, რომელთა სახელზეც ფორმალურად გააფორმეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შეადგინეს მათი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული აქტების თანახმად, ნაკვეთები ნდობით აღჭურვილ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ საკუთრებაში 1997 წელს გადაეცათ. ბრალდებულებმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს, ხოლო შემდეგ თითოეულ მათგანზე დარეგისტრირდა 600-600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომ სხვა პირებზე გაასხვისეს. სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში 597 000 ლარი შეადგინა.

 


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის, ყალბი დოკუმენტისა და ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთ სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !