"ოირველი რადიოს" ცნობით, კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ორთაჭალაში მოხდა.
"პირველი რადიოს" ცნობით, თავდამსხმელებმა კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელს ვანო პაპიაშვილს ფული და პირადი ნივთები წაართვეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.