-
2014-09-15 23:06
ეროსი კიწმარიშვილის ძმა მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიების მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს -მისი თქმით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა წარიმართოს. ამის თაობაზე ზურაბ კიწმარიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე, სპეციალისტები კიდევ ერთ ექსპერტიზას ჩაატარებენ, რომელშიც მონაწილეობას ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილიც მიიღებს.
უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილის მანქანა ხელახლა დაათვალიერეს. ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, ეს თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოსაჩენად იყო საჭირო.
ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ ამ დროისათვის არც ბალისტიკური, არც ტრაექტორიისა და არც ერთი სხვა სახის ექსპერტიზის შედეგი ცნობილი არ არის.