
დაკავებულია ხონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.
მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, კუბლაშვილი ქორწილში მომხდარი ჩხუბისა და პოლიციისთვის წინაარმდეგობის გაწევის გამო არის დაკავებული.
ხონის საკრებულოში კუბლაშვილი ,,რესპუბლიკელების“ ქვოტით არის გასული. მისი სასამართლო პროცესი სამტრედიაში დღეს გაიმართება.