
არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ვიფიქროთ კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა,– ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით , 2011 წლის აგვისტოშიც ზუსტად იმდენი მკვლელობა მოხდა, რამდენიც წელს.
,,ეს არის პოლიტიკური განცხადებები რეალურ საფუძველს მოკლებული და მიზანი აქვს სამინისტროს დისკრედიტაცია მოახდინოს.
სინამდვილეში კი მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია, მეორე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და დავამშვიდო, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ვიფიქროთ კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა,. ამისთვის სტატისტიკას მოვიხმო 2011 წლის აგვისტოს თვეში ზუსტად იმდენი მკვლელობა მოხდა, კერძოდ 11 მკვლელობა, როგორიც გვაქვს ამა წლის აგვისტოს თვეში“– განაცხადა იზორიამ.