
ვაკეში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „კურიერის“ ინფორმაციით, ლაშა მახარაძეს ღამის საათებში შავი, "მერსედესის" მარკის ჯიპი მიუახლოვდა და, როგორც თვითმხილველი ჰყვება, მანქანას რუსული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუშინ ლილოში, რესტორანთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და იგი იძებნება. ამავე დროს, არ დასტურდება ინფორმაცია წუხელ, ღამის საათებში რესტორან "ბაბილოსთან" მამაკაცის დაჭრის შესახებ - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით შემთხვევის ადგილზეც მივიდა დაწერა, რომ ინციდენტს, რომელსაც დაჭრა მოჰყვა, თვითმხილველები ჰყავს, თუმცა, ისინი ვერ ამბობენ, გადაიყვანეს თუ არა დაჭრილი საავადმყოფოში.