„ნიკორას“ ფაბრიკასთან გაძარცვული ქალი ბავშვთან ერთად და ჭავჭავაძეზე გაქურდული მანქანა (ფოტო)

Image

თვითმხილველები დღეს მომხდარ ძარცვისა და ქურდობის ფაქტებზე სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, ამათგან ერთი თავადაა დაზარალებული და მომხდარი ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული.

 

პირველი შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, „ნიკორას“ ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა: თვითმხილველთა თქმით, ქუჩაში მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიმავალ ქალს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. ერთმა მას ჩანთა გასტაცა, მეორემ კი ყელსაბამი ჩამოგლიჯა.

 

მას შემდეგ, რაც ქალმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თავდამსხმელებმა ქალს ხელი დაარტყეს, რის შემდეგაც მას ხელში აყვანილი ბავშვი ხელიდან გაუვარდა. ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, თავდამსხმელები კი მიიმალნენ. როგორც დაზარალებულმა თვითმხილველებს უთხრა, ყელსაბამი ოქროს ნაკეთობა იყო.

 

მეორე შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. სადგომზე ორი საათით დატოვებული მანქანა მის პატრონს გაქურდული დახვდა. როგორც თავად დაზარალებული წერს:

 

დღისით-მზისით, ჭავაჭავაძეზე 2 საათით დატოვებული მანქანა სე დამხვდა. წაიღეს აიპედი, ჩანთა და რაც რამე ნახეს მანქანაში. 

 

# 8 ადგილზევართროგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, არა?! კრიმინალური სიტაცია დღითიდღე მძიმდება...

 

p.s. წითელი საღებავი პოლიციის საგამოძიებო ქმედების შედეგია“.

 

manqa1.jpg

manqa.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !