ახალქალაქის სოფელ გოგაშენში მომხდარი საშინელი მკვლელობის მიზეზი, არაოფიციალური ინფორმაციით, პირადი შურისძიება გახდა.
როგორც ოჯახის ახლო ნაცნობები და მეზობლები ამბობენ, მკვლელობის მიზეზი შეიძლება მოკლული ბავშვის დედაზე შურისძიება ყოფილიყო.
მეზობლების თქმით, ჩვილის დედა ერთ მამაკაცს უყვარდა, თუმცა ქალი ცოლად სხვა კაცს გაჰყვა. მასზე შეყვარებულმა მამამკაცმა კი შურისძიების მიზნით მას ოთხი თვის ჩვილი და დედა მოუკლა.
მკვლელობასი ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მკვლელობა გუშინ მოხდა.