-
2014-06-09 01:02
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ პოლიციამ კერძო სახლში გამართული „ივენთიდან“ 16 ახალგაზრდა ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადაიყვანა.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორის, ლექსო მაჭავარიანის თქმით, დაკავებულები ორთაჭალაში პოლიციის მანქანებში ყავდათ.
„არავინ ჰყავთ ნარკოლოგიურში შეყვანილი, პოლიციის მანქანებში ჰყავთ, აქ არის დაახლოებით 16-მდე გოგონა და ბიჭი, ახალგაზრდები არიან ყველანი, ძირითადად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მომუშავე გუნდია. ჰქონდათ ფართი და კერძო საკუთრებაში შევიდა პოლიცია“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც აყვანისას პირებს პოლიციამ განუმარტა არის ის, რომ ეჭვი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=29515