
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, პატიმრობაში მყოფი ალექსანდრე ნინუას სახლის დაყაჩაღაბის შესახებ „ფეისბუქზე“ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, თუმცა, შსს აცხადებს, რომ არა ყაჩაღობა, არამედ ქურობა მოხდა.
თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: „დიდ დიღომში ჰაკიმის მიერ დაჭერილი ალეკო ნინუას სახლი დააყაჩაღეს. ძიძას ყელზე დანა მიაბჯინეს და გაზიდეს ყველაფერი. საბედნიეროდ ბავშვები სახლში არ იყვნენ“. შსს-ში კი აცხადებენ, რომ მოხდა ქურდობა და ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.