
გორის ცენტრში, 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონას საქმეზე პოლიცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს გამოძიებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გოგონა ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან დაკითხვაც კი ვერ მოხერხდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გოგონა 3 ივნისს გვიან ღამით სადარბაზოში იპოვეს. ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული. საავადმყოფოში მოთავსებისას გოგონას მრავლობითი მოტეხილობებიც აღენიშნებოდა. ახლობლები თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.