გიგი უგულვას ქვისლი დააკავეს

Image

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე აცხადებს.

 

 

მათი ინფორმაციით, ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს. 

 


"გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ გიორგი ღონიაშვილისათვის ცნობილი იყო რა, რომ შპს "გუდაური სქი რესორტის" მფლობელს (ამ კომპანიაზე ქვემოთ დეტალურად გვექნება საუბარი) ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია "BROOKTRADE", შესთავაზა მას წინასარჩევნოდ პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-ს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ დ.კეზერაშვილის ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან თანხები ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ გადაირიცხებოდა კომპანია "BROOKTRADE"-ში, საიდანაც უკვე ასევე ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოირიცხებოდა საქართველოში, შემდგომში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-ს წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

 


შეთანხმებისამებრ გადმორიცხული თანხების ნამდვილი დანიშნულების შენიღბვისა და მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ოფშორულ ზონაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუძულებზე რეგისტრირებულ დავით კეზერაშვილის კომპანიას "EXIMUS HOLDING "- სა და ობშორულ კომპანია "BROOKTRADE"-ს შორის გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს ამ უკანასკნელს უნდა გაეწია საკონსულტაციო მომსახურება "EXIMUS HOLDING"-თვის კასპიის ზღვის ქვეყნებში ენერგო მატარებლების ვაჭრობასთან დაკავშირებით. ხსენებული ყალბი ხელშეკრულებით საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა ჯამში 1 500 000 აშშ დოლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ ოფშორული კომპანიის დირექტორია ალექსანდრე გოგოხია, რომელიც წარსულში შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიას ხელმძღვანელობდა". 


სწორედ აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ კომპანია "EXIMUS HOLDING"-იდან კომპანია "BROOKTRADE"-ის ანგარიშზე გადაირიცხა საერთო ჯამში 760 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის გამოყენებით ჩამოირიცხა საქართველოში და კონვერტაციის შემდგომ გადაცემული იქნა გიორგი ღონიაშვილზე, პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-ს წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. გადმორიცხული თანხიდან, მხოლოდ ერთჯერადად 2014 წლის 14 მაისს გ.ღონიაშვილის მითითებით ხსენებული თანხის ნაწილი 85 000 აშშ დოლარი გადაირიცხა ქ. ლონდონში, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის შვილის ანგარიშზე. 

 


საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი იქნა ხსენებული დანაშაულებრივი სქემა და მორიგი თანხის ჩამორიცხვისა და კონვერტაციის დასრულების შემდეგ, დღეს დაკავებული იქნა გ.ღონიაშვილი, რომლისგანაც პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარებში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის 12 ივლისს ქ.თბილისის მერიასა და შპს "გუდაური სქი რესორტს" შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა ე.წ. "თბილისის ზღვის" მიმდებარედ არსებული 200 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. მასვე საპრივატიზაციო პირობად განესაზღვრა 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება 5 (ხუთი) წლის ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა, თბილისის მერიამ შპს "გუდაური სქი რესორტს" დააკისრა ჯარიმა პირგასამტეხლოს სახით 193 500 (ასოთხმოცდაცამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 


მას შემდეგ, რაც გიორგი ღონიაშვილმა შეიტყო აღნიშნული ფაქტის შესახებ, "გუდაური სქაი რეზორტის" ერთ-ერთ მფლობელს შესთავაზა, რომ 50 000 ლარის სანაცვლოდ, მისი ქვისლის, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას დახმარებით მერიას გააუქმებინებდა მის მიერვე გამოტანილ დადგენილებას საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საწარმოს 193 000 ათასი დოლარით დაჯარიმების შესახებ. 
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის ხელმოწერილი თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 აპრილის დადგენილებით შპს "გუდაური სქი რესორტი" 193 000 ათასი დოლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან მართლაც განთავისუფლდა, რის სანაცვლოდაც, შეთანხმებსამებრ გ.ღონიაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელისგან აიღო შეპირებული თანხა 50 000 ლარის ოდენობით.

 


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 3391-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
აქვე საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გამოძიება ინტენსიურად გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-31 14:51
ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა...

კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორი სიმსუქნეა- ნიდერლანდელი ექიმები

2020-03-31 14:41
ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ. გამოცემა,...

ერთ-ერთი ახალი პაციენტი ლომბარდის თანამშრომელია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია

2020-03-31 14:10
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტი, რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა,...

თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს

2020-03-31 14:03
სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ...
რჩეული ვიდეოები

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

თბილისში კაცი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით სეირნობს(ვიდეო)

2020-03-27 11:43
დღეს ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს კაცი ველოსიპედით მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.

სუფრის გაშლის გამო მარნეულში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

2020-03-23 18:15
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6363
0.0131
100
RUB
 - 
4.1226
0.0942
1
USD
 - 
3.2845
0.0051