
,,რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხვალ დღის თორმეტ საათზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
როგორც გადაცემა ,,პოზიციის“ დღევანდელმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თქვა, უწყება გვარამიას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა და ის ხვალ მთავარ პროკურატურაში, ,,რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ფარული თვალთვალისა და მოსმენების შესახებ განმეორებით დაიკითხება.