
რამდენიმე საათის წინ აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია, დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდარს შს სამინისტროში ადასტურებენ, საქმე აღძრულია 118–ე და 236–ე მუხლებით. არც დაზარალებულის და არც თავდამსხმელის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.