
დიდ დიღომში კორპუსის მეცხრე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბინაში ოთახი და აივანი იწვოდა.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია
80-100 კვადრატული მეტრი.