
იგოეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და
ბორდიულს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტობანის იგოეთის მონაკვეთზე მოხდა.
შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276 -ე
მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა.