
თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანას მიკროავტობუსი დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ მძღოლი, ექიმი და ექთანი. მათი მდგომარეობა მსუბუქია.
გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების
ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.