
შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო გუკა ცენტრპოინტის დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშილი დააკავეს.
შსს ს ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს ბრალად ედება ცოლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს