
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.
მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა.
ის დღეს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, შესაბამისად ამ დროისთვის შსს მხრიდან შესაბამისი პროცედურა
მიმდინარეობს, რათა რჩეულიშვილის სამძებრო ღონისძიება განხორციელდეს და მისი დაკავება მოხდეს.