შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებიც ონლაინ ბანკისა და კაზინოების ანგარიშებიდან ფულს იპარავდნენ

Image

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიბერდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულებმა 13 მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია უკანონოდ გამოიყენეს და უნებართვოდ შეაღწიეს ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.

 

უწყების განცხადებით, ორმა ბრალდებულებმა ორ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს. მათივე თქმით, ბრალდებულებმა ეს თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ჯამში 20 000 ლარი მოიპოვეს თაღლითურად.

შსს-ს განცხადებით, დანარჩენი ორი ბრალდებული თაღლითური გზით დაეუფლა ფულს ონლაინ კაზინოებიდან. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბათუმში არსებულ ინტერნეტ კაფეებში კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა და მოქალაქეეების ონლაინ ტოტალიზატორების სახელები და პაროლები დაადგინა, რის შემდეგაც მათ ანგარიშებზე დაფიქსირებულ პლასტიკურ ბარათებზე მიიღო წვდომა და თანხა გადარიცხა მეორე ბრალდებულის ანგარიშზე. მათივე თქმით, ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხები, ჯამში 22 000 ლარი ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი ფული გაინაწილეს.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინ ტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !