-
2020-03-10 11:55
ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ.
23 წლის სიიმ ვიგერი 7 მარტს, გვიან ღამით, ქუთაისიდან გაუჩინარდა. ის ბოლოს მეგობართან ერთად ქალაქის
ცენტრში ერთ -ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მისი კვალი სწორედ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ იკარგება.
ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, ქალაქის ქუჩებში დაკარგულის ფოტოებია გაკრული წარწერით - „იძებნება".
ვიდეოკადრების მიხედვით, არსებობს ვარაუდი,რომ მამაკაცი მდინარე რიონის ნაპირთანაც იმყოფებოდა, რის გამოც
დღეს სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო. ქუთაისში ჩავიდნენ დაკარგული ახალგაზრდის ოჯახის წევრები.