
ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მას რთული ოპერაცია კლინიკური კუთხით წარმატებულად ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ
დრომდე მძიმედ რჩება.
ხაშურში ქალი ყოფილმა ქმარმა 5 მარტს დაჭრა. შემთხვევა ქუჩაში, გამვლელების
თანდასწრებით მოხდა.
კაცმა 25 წლის ყოფილ ცოლს დანით ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა.