
ოლიციამ წალკის მუნიციპალიტეტში 3 პირი: 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და
1995 წელს დაბადებული გ.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის
ბრალდებით, დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით,
ძალადობრივი გზით, 19 წლის ს.ბ-ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით
წაიყვანა.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.