
ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში
გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული
მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ქირურგიული ოპერაცია ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში
ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
24 წლის ქალს სხეულის დაზიანებები ყოფილმა ქმარმა მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია.