
„გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე
სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. ბრალდებულ კობა კოშაძის მიმართ
სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა. მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ცნობისთვის, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას
ედავებიან.