-
2020-03-05 15:28
დღეიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ ინფორმაცი
საჯაროა.
ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგაზნიაზაცია — პარტნიორობა ადამიანების
უფლებებისთვის ავრცელებს.
"ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რაც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში,
ინფორმაციის საჯაროობის გზით, ამკვიდრებს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ უმაღლესი
საზოგადოებრივი კონტროლის სტანდარტს. აღნიშნული სტრატეგიული საქმის საფუძველზე, საქართველოს
ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაიგოს პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან თუ არა ოჯახში მოძალადეები
ან როდესმე გამოცემულა თუ არა მათ მიმართ ქალზე ძალადობის გამო შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი", —
ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე ინფრომაციით, უკვე გამოითხოვეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ყველა წევრზე,
საქართველოს პრეზიდენტზე, მათ მიმართ 2006 წლიდან დღემდე, გაცემულია თუ არა შემაკავებელი ან დამცავი
ორდერი და მიღებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გააცნობენ საზოგადოებას.