
ტელეკომპანია იბერიას სამაუწყებლო ლიცენზიის საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მისი
მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ადეიშვილს სასჯელის სახედ 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა,
რაც ამნისტიის კანონით 1/4-ით შეუმცირდა და ჯამში 1.6 წელი განესაზღვრა. მის მოადგილეს კი 40 000 ლარიანი
ჯარიმა დაეკისრა და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ამ საქმეზე ადეიშვილსა და ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენეს
2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე
დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა