
დააკავეს კაცი, რომელიც თვითმხილველის თქმით, ცოლს ქუჩაში სცემდა.
შსს-ს ინფორმაციით, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ბრალდებით 32 წლის კაცი
დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას
გულისხმობს.
უწყება ამბობს, რომ კაცმა ცოლს შვილის წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მანამდე ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო,რომელშიც ქალი სტრესულ მდგომარეობაშია.
ვიდეოში ერთ-ერთი მოქალაქის კითხვაზე ხშირად სცემს თუ არა ქმარი უპასუხა - "ხშირად".