
ფოთში მომხდარ ავარიას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და
„ჰონდას” მარკის ავტომანქანები შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.