საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიასა და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ულუმბეგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე პროკურორმა აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და ამის მიზეზად მიმალვა, მტკიცებულებათა განადგურება და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედება დაასახელა.
გიორგი ულუმბეგაშვილის ადვოკატმა აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.